KA

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) მობრძანება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ადმინისტრაცია“ ან „ჩვენ“) ვებგვერდზე - https://georgia.travel

ვებგვერდი გთავაზობთ საქართველოში მოგზაურობისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის და არა მხოლოდ, ინფორმაციას სავიზო პოლიტიკის, კომუნიკაციის, განსათავსებელი ობიექტების, ტურისტული ადგილების, სანახაობებისა და აქტივობების შესახებ. ვებგვერდის გამოყენება ნებადართულია წინამდებარე პირობების შესაბამისად.

პირობების მიღება

 

ვებგვერდზე წვდომითა და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და Cookies პოლიტიკას

ვებგვერდის მიზანი

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოში ტურისტული მოგზაურობისთვის აუცილებელი და ამომწურავი ინფორმაცია.  ადმინისტრაცია, გარდა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა, გთავაზობთ ონლაინ კონსულტაციას, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 

ინტელექტუალური საკუთრების უფლება და მისი დარღვევა

 

ვებგვერდი, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ჩაშენებული კონტენტი, ბლოგი, ფოტო-ვიდეო მასალა და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინტელექტუალური საკუთრება ან გამოყენების უფლებით მოპოვებული მასალა. თუ ამ ვებგვერდის გამოყენების პირობებით ან სხვაგვარად, წერილობითი ფორმით არ არის ნებადართული, თქვენ არ შეგიძლიათ:

  • გამოიყენოთ ვებგვერდი ან/და ვებგვერდზე განთავსებული მასალები ნებისმიერი უკანონო, არაავტორიზებული ან/და კომერციული მიზნებისთვის;

  • ამოიღოთ/გამოიყენოთ კონტენტიდან ან/და ვებგვერდიდან ნებისმიერი შეზღუდვა და ნიშანი, რომელიც მიუთითებს ადმინისტრაციის ან მისი ლიცენზირების საკუთრების უფლებებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, ამგვარ მასალებში მოცემული საკუთრების შესახებ შენიშვნების ჩათვლით (როგორიცაა © ან ® ); 

  • დაარღვიოთ ან/და სხვაგვარად ჩაერიოთ მომხმარებელთა კონფიდენციალური და სხვა პოლიტიკით გათვალისწინებულ უფლებებში, მათ შორის, მოიპოვოთ ან შეაგროვოთ პერსონალური, იდენტიფიცირებადი ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ, მათი პირდაპირი თანხმობის გარეშე, ხელით თუ ნებისმიერი მექანიკური ან ავტომატური მოწყობილობის გამოყენებით;

  • ჩაერიოთ ან შეაფერხოთ ვებგვერდის ან სერვერების მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა არ იყოს განსაზღვრული წინამდებარე პირობებით;

  • განაცხადოთ ან სხვაგვარად მიუთითოთ თქვენს კავშირზე ადმინისტრაციასთან, იმ მიზნით რომ იგი მხარს უჭერს თქვენს ბიზნესს ან თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას;

  • გადაიღოთ ასლი, შეცვალოთ ტექსტის შინაარსი ან/და ფოტო-ვიდეო მასალის ვიზუალი, თარგმნოთ, მისცეთ განსხვავებული ინტერპრეტირება ვებგვერდზე განთავსებულ მასალას;

  • ვებგვერდის შინაარსი ან მასზე წვდომა გამოიყენოთ ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის;

  • შექმნათ მონაცემთა ბაზა, ვებგვერდიდან მთელი ან რომელიმე კონტენტის სისტემატური ჩამოტვირთვისა და შენახვის გზით; 

  • გამოიყენოთ ვებგვერდი ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც არ ითვალისწინებს ვებგვერდის გამოყენების პირობები. 

ვებგვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება

 

თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ვებგვერდთან დაკავშირებული ბმული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი:

  • ბმული გაზიარებულია ნათლად და იგი ხილვადია;

  • ნებისმიერი ურთიერთდაკავშირებული ვებგვერდის შინაარსი შესაბამისია იმ კონტენტთან, რომელსაც იგი უკავშირდება;

  • ბმული არის ლეგალური და არ არის საზიანო ადმინისტრაციის ან/და ვებგვერდის რეპუტაციისთვის;

  • ბმული შეუსაბამოდ არ არის დაკავშირებული ან ინტერპრეტირებული ვებგვერდის შინაარსსა და მიზნებთან;

  • ბმული არ გამოიწვევს რაიმე მასალის ავტომატურ ჩამოტვირთვას.

მესამე მხარის მიერ განთავსებული ინფორმაცია

 

ადმინისტრაცია პასუხისმგებელი არ არის ვებგვერდზე განთავსებული მესამე მხარის ინფორმაციის შინაარსზე, მათ შორის, ბლოგზე, სტატიებზე, რეკლამის შინაარსზე, სხვა მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებულ აპლიკაციებსა და აპლიკაციების საშუალებით წვდომის ობიექტზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

 

ადმინისტრაცია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ზომასა და საშუალებას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  არსებობს ამ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის რისკი, ადმინისტრაცია არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება განიცადოთ არაავტორიზებული წვდომის ან ცვლილების შედეგად. 

დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

ვებგვერდის გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია განიხილონ და გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ პირობებთან. 

დასკვნითი დებულება

 

ადმინისტრაციის ან მისი მომწოდებლების მიერ მოწოდებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა შეიძლება შეიცავდეს ფაქტობრივ უზუსტობებს ან შეცდომებს, შესაბამისად, ვებგვერდზე არსებული ასეთი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, ადმინისტრაციას არ ეკისრება და არ შეიძლება დაეკისროს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. ადმინისტრაცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით გამოასწოროს ხარვეზები.  

წინამდებარე წესებისა და პირობების შეცვლილი ვერსიის გაცნობის შემდეგ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ცვლილებას ეთანხმებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა